Catalog

Record Details

Catalog Search



საქართველო და ქართველები ადამ ოლეარიუსის მოგზაურობის წიგნში / ბეჟან ჯავახია ; რედაქტორი: ნინო ჩიქოვანი.

Available copies

  • 1 of 1 copy available at United Catalog. (Show)
  • 1 of 1 copy available at Akaki Tsereteli State University.

Current holds

0 current holds with 1 total copy.

Location Call Number / Copy Notes Barcode Shelving Location Status Due Date
Central Library - Repository / Service 94(479.22)(093უცხ)+39(=353.1)+94(479.22:4)+910.4(479.22) ჯ14 900070144773/1 Stacks Available -

Record details

  • ISBN: 9994032704
  • Physical Description: 129 გვერდი : რუკები ; 20 სმ.
  • Publisher: თბილისი : უნივერსალი, 2005.

Content descriptions

General Note:
წყაროები ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.
ბიბლიოგრაფია: გვ. 104-126.
Formatted Contents Note:
თავი 1: XVI-XVII საუკუნეების საქართველოს დასავლეთ ევროპული წყაროები -- თავი 2: ქართველი ხალხის ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიიდან -- თავი 3: საქართველოს სოციალური ისტორიიდან -- თავი 4: ქართველები ირანის სახელმწიფოებრივ-ადმინისტრაციულ და სამხედრო სარბიელზე -- საქართველო ევროპულ რუკებზე.
Summary, etc.:
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ბეჟან ჯავახია, განსახილველ გამოკვლევაში გადმოსცემს გვიანი შუა საუკუნეების ერთ-ერთი მეტად სახელგანთქმული და მრავალმხრივი მეცნიერისა და მოგზაურის, ადამ ოლეარიუსისა და მისი ნაშრომის, მოგზაურობის წიგნის შესახებ, რომელიც ქართულად თარგმნილი არ ყოფილა. ადამ ოლშლეგერი (Ölschleger), ლათინური წაკითხვით, ოლეარიუსი (1599-1671 წწ.) იყო ცნობილი გერმანელი სწავლული ორიენტალისტი, ისტორიკოსი, მათემატიკოსი, ფიზიკოსი, გეოგრაფოსი, დიპლომატი და მოგზაური, ლაიფციგის უნივერსიტეტის დოქტორი (1627 წელს დაიცვა დისერტაცია ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხზე და შემდეგ აქვე მუშაობდა ფილოსოფიის ფაკულტეტზე) და პოეტი. შლეზვიგ-ჰოლშტაინის ჰერცოგმა, ფრიდრიხ III-მ იგი გაგზავნა სპარსეთში ელჩების მდივნად და მრჩევლად და თუმცა ოლეარიუსმა სპარსეთისაკენ გზაზე რუსეთის იმპერია კასპიის ზღვის სანაპიროს მხრიდანგაიარა და საქართველოში არ ყოფილა, მისი ცნობები საქართველოს შესახებ მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანია. სპარსეთიდან დაბრუნების შემდეგ მას ეკავა სამეფო კარის ბიბლიოთეკარისა და მათემატიკოსის თანამდებობა, იყო ცნობილი გოტორპისსპილენძის გლობუსის შექმნის კონსტრუქტორი და კურატორი (1654-1664 წწ.),და სამეცნიერო შრომების ავტორი, მაგრამ ამას გარდა, მის კალამს ეკუთვნის ასევე საადის „გოლესტანის“ გერმანული თარგმანი („Persianisches Rosenthal“, 1654), პაულ ფლემინგის ლექსების კრებული,არაბულ-სპარსულ-თურქული ლექსიკონი, და, რაც მთავარია, მისი მოგზაურობის ჩანაწერები, რომლებშიც ავტორი აღწერს მოგზაურობის თითოეულ დღეს და რომელიც წარმოადგენს XVII ს-ის ერთ-ერთ ყველაზე შესანიშნავ ძეგლს როგორც ლიტერატურული, ასევე, წერილობითი წყაროს თვალსაზრისით, მისი დიდი სიზუსტისა და უტყუარობის გამო. ოლეარიუსის ჩანაწერები მის სიცოცხლეში ოთხჯერ გამოქვეყნდა: 1647,1656, 1661 და 1663 წწ., მეორე გამოცემა კი ავტორმა თავად შეასწორა და შეავსო. აღსანიშნავია, რომ ოლეარიუსმა გამოცემებს დაურთო რუკები,ხედების, სამოსთა და სხვა ჩანახატები, რომელთა დიდი ნაწილითავად მასეკუთვნოდა. საქართველოსთან დაკავშირებით ოლეარიუსი ეხება ქართველი ხალხის ბრძოლას სპარსელთა წინააღმდეგ, ქართულ ახალშენებს სპარსეთში, ქართველ ვაჭრებს და ქართველ მოღვაწეებს ირანის სახელმწიფოებრივ და სამხედრო ასპარეზზე, მათ შორის, უნდილაძეთა საგვარეულოს (მათ ბოლო დღეებს), ძმებ სააკაძეებს, თეიმურაზ I-ის ქალიშვილ თინათინს და სხვა პირებს. გამოცემაშიდაწვრილებით არის გადმოცემული ოლეარიუსის ბიოგრაფიისა და მისი ნაშრომების შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა XVI-XVII სს-ის პირველი მესამედის ევროპულ წყაროებს, რომლებშიც საქართველოს შესახებ არის დაცული ცნობები, მიმოხილულია იმ პერიოდის საქართველო, როდესაც ოლეარიუსს მოუხდა სპარსეთში მოგზაურობა, მოცემულია და სამეცნიერო თვალსაზრისით არის განხილული თავად ოლეარიუსის ცნობები, რომელთაც ავტორი ავსებს და აზუსტებს სხვა წერილობითი წყაროების მეშვეობით. წიგნს ახლავს ოლეარიუსის გამოცემაში დაცული რამდენიმე რუკა, რომლებზეც საქართველოა დატანილი. გამოცემა განკუთვნილია ისტორიკოსთა და საქართველოს გარე სამყაროსთან მიმართების საკითხებით დაინტერესებული მკითხველებისათვის.
Subject: საქართველოს ისტორია.
History of Georgia.
ისტორიული წყაროები.
Georgian ethnography.
ქართველების ეთნოგრაფია.
Travel.
მოგზაურობა.
Europe.
ევროპა.

Additional Resources